იტალიის პრემიერ მინისტრი ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა

საქართველო, თბილისი - 09:29 | 21.08.2019
ნანახია: 1579

იტალიის პრემიერ მინისტრი ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტმა სერჯიო მატერელამ კონტეს შესთავაზა გააგრძელოს პრემიერის მოვალეობის შესრულება პოლიტიკური კრიზის დასრულებამდე.

იტალიაში პოლიტიკური კრიზისი 8 აგვისტოს დაიწყო, როდესაც M5S-სადა  პარტია „ლიგას“ მიერ ფორმირებულმა მმართველმა კოალიციამ არსებობა შეწყვიტა. „ლიგას“ ლიდერმა  და ვიცე პრემიერმა მატეო სალვინიმ კონტეს აცნობა მოკავშირეებთან სერიოზული უთნხმოებების შესახებ. მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ ჩატარება.

კრიზისის მიზეზი ტურინი-ლიონის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო არსებული უთანხმოება გახდა. „ლიგა“ და კონტე მშენებლობას მხარს უჭერენ M5S კი წინააღმდეგია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე