ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 23:01 | 20.08.2019
ნანახია: 1042

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს.

შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის თქმით, რვავე დაკავებული თავისუფალია და ისინი იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

საქართველოს შვიდი მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა 17 აგვისტოს დააკავეს. ისინი სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი 18 აგვისტოსაც დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე