„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, შესაძლოა ნინო შუბლაძე დაინიშნოს

საქართველო, თბილისი - 16:33 | 20.08.2019
ნანახია: 1054

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე რამდენიმე ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორის ნინო შუბლაძესთან, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ჟურნალისტებსაც ესაუბრა და ამ პოსტზე „ნიუსრუმისთვის მიუღებელი პირი ვერ დაინიშნება”.

„ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საუბარი შეიძლება ბევრ ადამიანთან მიდიოდეს, თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ბევრ ვინმეს განვიხილავ და ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი,“ - განაცხადა სალიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე