ისრაელის პრემიერის მეუღლემ თვითმფრინავის ბორტზე და კიევის აეროპორტში სკანდალი მოაწყო (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:43 | 19.08.2019
ნანახია: 976

ისრაელის პრემიერ მინისტრის მეუღლემ სარა ნეთანიაჰუმ თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც კიევში მიფრინავდა, სკანდალი მოაწყო. სარა პილოტის გამო აღშფოთდა, რომელიც მას ხმოვანი კავშირის მეშვეობით არ მიესალმა.

მედიის ცნობით, პრემიერის მეუღლე, თვითმფრინავის ბორტზე ყოფნისას, ადგილდან განრისხებული წამოდგა და პილოტის კაბინაში შესვლა დააპირა, თუმცა დაცვამ ხელი შეუშალა. ცოტა ხნის შემდეგ ეკიპაჟის მეთაური ხმოვანი კავშირით სარა ნეთანიაჰუს მიესალმა.

პრემიერის კანცელარიაში განაცხადეს, რომ გაუგებრობა მოხდა, რომელიც მალევე გაირკვა და ფრენა გეგმის მიხედვით გაგრძელდა.

თუმცა სკანდალი ამით არ დასრულებულა.

კიევის აეროპორტში, პურის (კარავაი) ნაჭერი, რომელიც ტრადიციის მიხედვით მარილთან ერთად უკრაინელმა გოგონებმა პრემიერსა და მის მეუღლეს მიართვეს, სარამ ძირს მოისროლა. ეს კარგად ჩანს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში.

ბინიამინ ნეთანიაჰუმ პურის ნაჭერი მარილში ამოავლო, დააგემოვნა, შემდეგ კი ცოლს გადასცა, სარა ნეთანიაჰუმ პურის ნაჭერს საეჭვოდ დახედა და მიწაზე დააგდო.

ბინიამინ ნეთანიჰუ უკრაინაში გუშინ ჩავიდა, სადაც 20 აგვისტომდე დარჩება. კიევში დღეს ნეთანიაჰუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ კი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

 

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე