გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ

საქართველო, თბილისი - 12:18 | 19.08.2019
ნანახია: 1243

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. ოკუპანტები პერიმეტრს რკინის კონსტრუქციებით ღობავენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ღობეების აღმართვა შეჩერებული იყო. ბორდერიზაციის პროცესი სავარაუდოდ დღესვე განახლდება. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო. რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ბაღებში დაამონტაჟეს აბრები და აღმართეს ხელოვნური ბარიერები. საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა სამი სახლი და სახნავ-სათესი მიწა. 

ადგილობრივებმა, რომელთა სახლებიც რუსმა ჯარისკაცებმა მიიტაცეს, საცხოვრებელი საკუთარი ხელით დაშალეს და სამშენებლო მასალა გამოიტანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე