სოფელ ნიგვზიანთან ავარიისას დაშავებული ორი ადამიანის, მათ შორის 12 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 11:23 | 19.08.2019
ნანახია: 970

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, მათ შორის 12 წლის მოზარდი ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკიდან ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცნის ცენტრში, ხოლო 49 წლის ქალი კი, რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ შპს „მედალფას“ დირექტორმა, რევაზ კვერენჩხილაძემ განაცხადა.
სამ დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდევ სამ პირს, ისინი ფოთის ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებული, თუმცა არსებული ინფორმაციით, პაციენტები სხვა კლინიკებში გადაიყვანეს.
ნიგვზიანთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი, დაშავდა.ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე