კანარის კუნძულებზე, ტყის ხანძრის გამო 40 დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობა გახიზნეს

საქართველო, თბილისი - 18:00 | 18.08.2019
ნანახია: 837

კანარის არქიპელაგის კუნძულ გრან-კანარიაზე ტყის ხანძრის გამო 40 დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 40 დასახლებულ პუნქტში ამინდის პირობების გამო ვითარება გართულებულია.

ცეცხლი დიდ ფართობზე ვრცელდება და უკვე 1700 ჰექტარი მოიცვა.

ხანძრის გავრცელება კუნძულზე შაბათს დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე