მაშველებმა უშბიდან ორი დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს

საქართველო, თბილისი - 17:41 | 18.08.2019
ნანახია: 795

მაშველებმა მწვერვალ უშბადან ორი დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს.

ტურისტები უკრაინელები არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტები ყინულზე დაცურდნენ, მიიღეს სხეულის დაზიანებები და გზის გაგრძელებას ვეღარ  ახერხებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურების დაზიანება მიიღო და ვერ ახერხებდა გადაადგილებას. მაშველებმა შეძლეს მათი ვერტმფრენით გამოყვანა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე