სოფელ ნოსირთან ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:27 | 18.08.2019
ნანახია: 847

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანები აალდა და დაიწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე