ქაბულში, ქორწილში მომხდარ აფეთქებაზე, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

საქართველო, თბილისი - 17:24 | 18.08.2019
ნანახია: 675

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქორწილში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“იუწყება.

აფეთქება შაბათს, საღამოს, ქაბულის ერთ-ერთ საქორწილო დარბაზში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა აამოქმედა. თვითმხილველთა თქმით, აფეთქების  მომენტში შენობაში ათობით ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 63 ადამიანი, 180-ზე მეტი კი დაიჭრა.

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე