ნიკა გვარამიამ "მთავარი არხი" დააფუძნა

საქართველო, თბილისი - 12:41 | 17.08.2019
ნანახია: 1039

"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიამ "მთავარი არხი" დააფუძნა. ნიკა გვარამია facebook-ის პირად გვერდზე საჯარო რეესტრის შესაბამის დოკუმენტსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ტელეკომპანიის 51%-ს ნიკა გვარამია ფლობს, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე, დირექტორებად კი დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილია მითითებული.

"მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში. მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ" - წერს გვარამიას სოციალურ ქსელში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე