ვინც თავისუფალ მედიასთან არის დაკავშირებული, ხელისუფლების სამიზნეა - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 17:02 | 09.08.2019
ნანახია: 1001

ვინც კი საქართველოში პოლიტიკურად წონადია ებრძვიან, ვინც თავისუფალ მედიასთან დაკავშირებულია, ხელისუფლების სამიზნეა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენების საკითზზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა საზღვარი გადალახა და ის რეპრესიები გონიერების ფარგლებს გასცდა, რასაც მმართველი გუნდი სჩადის.

„გუშინ, გამოკითხვაზე „ტვ პირველის“ მესაკუთრე იყო დაბარებული. მთავარი სამიზნე არის „რუსთავი 2“ და „ტვ პირველი“. ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენა აბსურდული ბრალდებით ხდება. ამ ადამიანმა გაკოტრებული, დაყადაღებული ტელევიზია დღემდე მოიტანა და ახლა რაღაც ფინანსურ პრეტენზიებს უყენებენ. ვინც კი საქართველოში პოლიტიკურად წონადია ებრძვიან – ოქრუაშვილი დააკავეს, მელიას შინაპატიმრობა აქვს. ვინც თავისუფალ მედიასთან დაკავშირებულია, ხელისუფლების სამიზნეა. ხვალ შეიძლება, მათი სამიზნე „კავკასია“ გახდეს. ნიკა გვარამიას მიმართ წინასწარი პატიმრობის შეფარდება სასამართლო სისტემის საბოლოო დასამარება იქნებოდა… მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა იქნება ქვეყნის სირცხვილი და მეორე მხრივ, ქვეყანაში არასასურველი მოვლენების დაწყების საფუძველი. როცა ხელისუფლება აგონიაშია, მისი შეცვლა დემოკრატიული გზით ვერ ხდება. ხელისუფლება თავად ნუ გამოითხრისსამარეს. მისი ნაბიჯები არის აღვირახსნილი ტერორი, რასაც რაღაც ზღვრის შემდეგ ხალხი ვერ აიტანს“, – განაცხადა გოცირიძემ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილ გნერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითიდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ნიკა გვარამია დღეს 19:00 საათზე პროკურატურაშია დაბარებული. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე