ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში დამოუკიდებლად შესვლას შეძლებენ
საქართველო, თბილისი - 14:27 | 09.08.2019 ნანახია: 275
ბათუმის ბულვარის სანაპიროზე რესტორან „ძველი გემი“-ს მოპირდაპირე მხარეს ერთი ლოკაცია სრულად ადაპტირებული გახდა. საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მოერგო.
ბათუმის ბულვარმა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება.
სანაპირო ზოლზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე- გამოსაცვლელი და საზოგადოებრივი საპირფარეშო.
თანამედროვე მულტი-ფუნქციური, ადაპტირებული საპირფარეშო აღჭურვილია ულტრა თანამედროვე თვითმწმენდი ტექნოლოგიებით, სადაც განთავსებული არის ანტიბაქტერიული ბავშვთა გამოსაცვლელი კუთხე და ანტივანდალური ინვენტარი.
დამატებით, ბათუმის ბულვარში სანაპირო ზოლის გასწვრივ სამ ლოკაციაზე, ექვსი საზოგადოებრივი დანიშნულების საპირფარეშო იფუნქციონირებს.
აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. პროექტის მიზანი ინკლუზიური ტურიზმის განვითარება და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
პოლიტიკა
- სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა
- გახარიამ და ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
- მარია ზახაროვა განმარტავს, რატომ არ ჩამოდის თბილისში
- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი - გიორგი გახარია
საზოგადოება
- პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი - პარლამენტი
- 13-15 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი
- თავისუფლების მოედანზე, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა
- საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს
მსოფლიო
- აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს აშშ-ის სენატის მიერ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით
- ბორის ჯონსონმა ელისაბედ მეორეს ახალი მთავრობის ფორმირების უფლება სთხოვა
- გერმანიაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
- ბრიტანეთის პარლამენტში რეკორდულად ბევრი ქალი მოხვდა
კონფლიქტები
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მაცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლება მისცა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
- ზაქრო ბუთხუზი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავსტრიაში, საერთაშორისო სემინარზე არ დაუშვეს
მედიცინა
- მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია "ბერლინ-ხემის" წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
- ოქტომბრის ბოლოს გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრიან
- საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს - მარიამ ჯაში
- იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ