ტრამპმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად ჯოზეფ მაგუაირი დანიშნა

საქართველო, თბილისი - 12:08 | 09.08.2019
ნანახია: 784

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ჯოზეფ მაგუაირი ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ში დაწერა, რომ მაგუაირი თანამდებობას 15 აგვისტოდან დაიკავებს.

ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ მაგუარი აშშ-ის შეიარღებულ ძალებში მსახურობდა და 2010 წელს ვიცე-ადმირალის წოდებით გადადგა.

მაგუაირის წინამორბედი აშშ-ის ერვნული დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტს დენიელ კოუტსი იკავებდა, რომელსაც, როგორც ამერიკული მედია წერდა, ტრამპი არასდროს მიიჩნევდა დაახლოებულ პირად. The Wall Street Journal-ი აღნიშნავდა, რომ ტრამპი იმედგაცრუებული იყო კოუტსით, აშშ-ის საგარეო კურსის შესახებ მისი საჯარო გამოსვლების გამო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე