საქართველოს ბანკმა IFC-თან 100 მლნ ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
საქართველო, თბილისი - 13:11 | 08.08.2019 ნანახია: 352
საქართველოს ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსებას მოხმარდება. ინვესტიცია განხორციელებულია პროგრამის- „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ ფარგლებში, რომელიც არის IFC-ისა და Goldman Sachs Foundation-ის გლობალური ინიციატივა ქალ მეწარმეთა მხარდასაჭერად. პროგრამის ფარგლებში, სესხის 25% მეწარმე ქალთა საჭიროებისთვის არის განკუთვნილი. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ფინანსურ რესურსს ლარში დენომინირებული ევროობლაგაციების კერძო განთავსების მეშვეობით მოიზიდავს. ტრანზაქციას საქართველოს ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანი Galt & Taggart-ი განახორციელებს.
„IFC აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან ლარში დაკრედიტების მოცულობის გასაზრდელად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე საწარმოების განვითარებისთვის. აღნიშნული საწარმოები ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ქალ მეწარმეებს ხშირად ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ასეთ დაფინანსებაზე. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მცირე ბიზნესის დაფინანსებას, რაც აუცილებელი პირობაა მათი გაფართოებისთვის, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად“,- განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მეწარმე ქალებისთვის დაფინანსებაზე წვდომის გაფართოებას და ბიზნესის სფეროში მათი განათლების დონის ამაღლებას. ეს პარტნიორობა გამოცდილ ადგილობრივ ინსტიტუტთან მუშაობის საშუალებას გვაძლევს, რაც უფრო მეტ ქალ მეწარმეს დაეხმარება ბიზნესის გაფართოებაში და საქართველოში 2.1 მლრდ. აშშ დოლარის დაფინანსების დეფიციტის შევსებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნა Goldman Sachs-ის „10,000 ქალი“ ინიციატივის დირექტორმა, კრისტინა შაპირომ.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა IFC-თან თანაშრომლობაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ეროვნულ ვალუტაში მნიშვნელოვანი ტრანზაქცია განახორციელა. IFC-ისგან მიღებული ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაზრდას შეგვაძლებინებს. სწორედ ამ სეგმენტის დაფინანსებაში ვხედავთ ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ზრდისა და ქართული ეკონომიკის მხარდაჭერის საშუალებას. IFC-ისა და Goldman Sachs „10,000 ქალი“-ის ერთობლივი პროგრამის- „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ მხარდაჭერა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მეწარმე ქალებისთვის მეტი ფინანსური თანადგომის გაწევისთვის და ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. ქართული ეკონომიკის დედოლარიზაციის ფონზე, IFC-თან წარმატებით შემდგარი ტრანზაქცია საქართველოს ბანკის, როგორც საქართველოს ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში წამყვანი კრედიტორის პოზიციას, კიდევ უფრო განამტკიცებს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
პოლიტიკა
- სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა
- გახარიამ და ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
- მარია ზახაროვა განმარტავს, რატომ არ ჩამოდის თბილისში
- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი - გიორგი გახარია
საზოგადოება
- პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი - პარლამენტი
- 13-15 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი
- თავისუფლების მოედანზე, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა
- საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს
მსოფლიო
- აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს აშშ-ის სენატის მიერ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით
- ბორის ჯონსონმა ელისაბედ მეორეს ახალი მთავრობის ფორმირების უფლება სთხოვა
- გერმანიაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
- ბრიტანეთის პარლამენტში რეკორდულად ბევრი ქალი მოხვდა
კონფლიქტები
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მაცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლება მისცა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
- ზაქრო ბუთხუზი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავსტრიაში, საერთაშორისო სემინარზე არ დაუშვეს
მედიცინა
- მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია "ბერლინ-ხემის" წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
- ოქტომბრის ბოლოს გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრიან
- საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს - მარიამ ჯაში
- იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ