ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 95 პროცენტი რუსეთის მოქალაქეა

საქართველო, თბილისი - 17:29 | 06.08.2019
ნანახია: 1168

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 95 პროცენტი რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

 „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების 95 პროცენტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ეს არ მხოლოდ სწორი, არამედ აუცილებელია“, - განუცხადა ოსმა სეპარატისტმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსული პასპორტით ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ არსებული პრობლემების მოგვარება, განათლების მიღება და უცხოეთში გადაადგილება. მისივე თქმით, რუსული პასპორტების არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ ოსები რუსეთს ყოველთვის მიიჩნევდნენ ისტორიულ სამშობლოდ.

 „ოსეთი, როგორც ერთიანი სახელმწიფო რუსეთის იმპერიაში 1774 წელს შევიდა. მხოლოდ ათწლეულების შემდეგ, 1801 წელს შევიდა ქართული სამთავრო რუსეთის იმპერიაში“, - განაცხადა ოსი სეპარატისტების ლიდერმა ბიბილოვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე