ჯესი ჯეი (Jessie J) დღეს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს

საქართველო, თბილისი - 10:12 | 06.08.2019
ნანახია: 1151

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი (Jessie J) დღეს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.

პოპ შემსრულებელი ცნობილ ჰიტებთან ერთად, სიმღერებს ბოლო ალბომიდანაც შეასრულებს.

ჯესი ჯეის მსოფლიო მასშტაბით სამი მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.

ჯესი ჯეი წელს მსოფლიოში მოგზაურობს და მსმენელს როგორც ძველ, ასევე უახლეს ჰიტებს უზიარებს. ამ პროგრამით წარდგება ის „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე