მოდელი კარა დელევინი და მსახიობი ეშლი ბენსონი დაქორწინდნენ

საქართველო, თბილისი - 15:01 | 05.08.2019
ნანახია: 1869

26 წლის მოდელი კარა დელევინი და მისი 29 წლის შეყვარებული, მსახიობი ეშლი ბენსონი დაქორწინდნენ. ქორწინება ლას-ვეგასის სამლოცველოში შედგა.

მოკრძალებულ ცერემონიას ახალდაქორწინებულების ახლო მეგობრები და ნათესავები დაესწრნენ. The Sun-ის ინფორმაციით, წყვილის მოწმეები შარლიზ ტერონი, ძმები ჯონასები და სოფი ტერნერი იყვნენ. კარას და ეშლის ქორწინება 245 ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ.

 „კარა და ეშლი დარწმუნებულნი იყვნენ, რასაც აკეთებდნენ, ასევე იმაშიც თუ რას ნიშნავდნენ ერთმანეთისთვის, მათ სურდათ, რომ ყველაფერი სადა და მარტივი ყოფილიყო, - ამბობს სამლოცველოს მფლობელი მაიკლ კელი.

საკურთხეველთან ორივე შავი სამოსით მივიდა. ეშლის ხელში პატარძლის თაიგული ეჭირა. შემდეგ კი წყვილმა საქორწინო ფოტოები ვარდისფერ კადილაკში გადაიღო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე