კლაუდია შიფერმა ახალგაზრდობა გაიხსენა და Vogue-ისთვის გაშიშვლდა

საქართველო, თბილისი - 13:26 | 02.08.2019
ნანახია: 1308

გერმანელმა სუპერმოდელმა კლაუდია შიფერმა ახალგაზრდობა გაიხსენა და ჟურნალ Vogue-ის იტალიური ვერსიისთვის გაშიშვლდა. სურათები ფოტოსესიიდან გამოცემის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ერთ-ერთ ფოტოზე 48 წლის კლაუდია სამოსის გარეშე პოზირებს, პიკანტური ადგილები კი კლატჩით, ფეხსაცმლითა და პიჯაკით აქვს დაფარული.

ფოტოების ავტორი ამერიკელი კოლიერ შორია.

კლაუდია შიფერი ახალგაზრდობაში მოდის ჟურნალებისთვის შიშველი არაერთხელ პოზირებდა. ის მოდელებს შორის რეკორდსმენია ჟურნალების გარეკანებისთვის გადაღებული ფოტოების რაოდენობით, რაც გინესის რეკორდების წიგნშიც არის დაფიქსირებული.

1988 წლის ივლისში 17 წლის დამწყები მოდელი პირველად ფრანგულ ჟურნალ Elle-ს გარეკანზე გამოჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე