საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე დიტო ცინცაძის "შინდისი" იქნება

საქართველო, თბილისი - 15:26 | 31.07.2019
ნანახია: 1311

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე დიტო ცინცაძის "შინდისი" იქნება.

ცოტა ხნის წინ, ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამოვლინდა საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 5 ქართული ფილმია წარმოდგენილი:

ნინო ჟვანიას “აღლუმი”

მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”

დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”

გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”

დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”

გადაწყვეტილებას სპეციალური კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფილმების ნახვის შემდეგ მიიღო.

გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე