ოკუპირებელი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სირიის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 12:58 | 21.12.2015
ნანახია: 2710

ოკუპირებელი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას სირიაც აღიარებს. ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში სირიის ელჩთან რიად ჰადადთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის აფხაზეთში სირიელი აფხაზების რეპატრიაციისა და შესაძლო თანამშრომლობის მიმართულებები.

”რა თქმა უნდა, არსებულ პირობებში, როდესაც მიმდინარეობს ომი, ურთიერთთანამშრომლობის ასპექტები ძნელადრეალიზებადია. თუმცა ორივე მხარე დაინტერესებულია სირია-აფხაზეთის ურთიერთობის გაღრმავებასა და განმტკიცებაში”, -განაცხადა დე-ფაქტო მინისტრმა ”სპუტნიკთან” ინტერვიუში და სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაც არ გამორიცხა. ”მიგვიყვანს თუ არა ეს საბოლოოდ სირიის მხრიდან აფხაზეთის აღიარებამდე - ვფიქრობ, ამაში შეუძლებელი არაფერია”,- აღნიშნა ჩირიკბამ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე