„ბარსელონა“ მესისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს

საქართველო, თბილისი - 11:20 | 23.07.2019
ნანახია: 1135

ესპანეთის „ბარსელონა“ აპირებს ლიონელ მესის ახალი კონტრაქტი 2023 წლამდე გაუგრძელოს. იუწყება ESPN.

გამოცემის წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ პირადად გამართავს მოლაპარაკებებს მესის მამასთან და აგენტთან - ხორხესთან. თუ არგენტინელი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს, ის „ბარსელონაში“ 36 წლამდე ითამაშებს.

მესის ახლანდელი კონტრაქტი ძალაში 2021 წლის ზაფხულამდეა. ახალი კონტარქტი მესისთვის კლუბში თამაშის ისტორიაში უკვე მეათე გახდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე