„რუსთავი 2“-ით იქნება თუ მის გარეშე, ყველაფერს გავაკეთებთ და ამ არჩევნებს მოვიგებთ - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 15:55 | 19.07.2019
ნანახია: 1067

"ქართული ოცნების" საათზე თორმეტს უკვე რამდენიმე წამი აკლია. პირობას გაძლევთ, „რუსთავი 2“-ით იქნება თუ მის გარეშე, ყველაფერს გავაკეთებთ და ამ არჩევნებს მოვიგებთ, -ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ გამართულ ოპოზიციის ბრიფინგზე განაცხადა. 

„არავითარი სასოწარკვეთილების საჭიროება და მიზეზი არ არის. ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზე ღირსეულ პასუხს გავცემთ ამ ხელისუფლებას და დავამარცხებთ. ხელისუფლებაში მოსული პროდასავლური პარტიები დაუბრუნებენ ტელევიზიას მაყურებელს, ქვეყანას მოქალაქეს, დააბრუნებენ განვითარებას ეკონომიკაში და ადამიანის უფლებებს საზოგადოებაში. ყველა სოციოლოგიური კვლევა ამას ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" საათზე თორმეტს უკვე რამდენიმე წამი აკლია. პირობას გაძლევთ, რუსთავი 2-ით იქნება თუ მის გარეშე, ყველაფერს გავაკეთებთ და ამ არჩევნებს მოვიგებთ. ქვეყანას დავუბრუნებთ მოქალაქეს, კერძო საკუთრება ხელყოფის საგანი აღარასდროს არ გახდება“, - განაცხადა ვაშაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე