მსუქანი ქალები სამოთხეში ვერ მოხვდებიან - ბრაზილიელი პასტორი ამ სიტყვების შემდეგ სცენიდან გადააგდეს | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 13:47 | 19.07.2019
ნანახია: 2274

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში, პროტესტანტმა მღვდელმა მარსელო როსიმ განაცხადა, რომ ჭარბი წონის მქონე ქალები სამოთხეში ვერ მოხვდებიან. ამ სიტყვების შედმეგ სცენაზე მსუქანი გოგონა აიჭრა, პასტორს ხელი ჰკრა და სცენიდან გადააგდო.

მედიის ცნობით, 50 ათასამდე მორწმუნე, რომლებიც  ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, ადგილებიდან წამოიშალა, თუმცა სასულიერო პირი მალვე წამოდგა და მესა გააგრძელა.

ეკლესიის წარმომადგენლებმა მოგვიანებით აღნიშნეს, რომ პასტორს სერიოზული ტრავმები არ მიუღია. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. სოციალურ ქსელში ზოგიერთი მომხმარებელი წერდა, რომ პასტორი ერთ-ერთ მთავარ ცოდვაზე  - ნაყროვანებაზე საუბრობდა, თუმცა მას თავისი სიტყვების ახსნის შესაძლებლობა არ მიეცა.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე