იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 19.07.2019
ნანახია: 964

იულია სუსლიაკი, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები ბავშვების ტრეფიკინგში ადანაშაულებდნენ, თავისუფალია. იულია სუსლიაკის პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა 10 შვილის დედა სასამართლო დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გარეშე გაათავისუფლეს. 

პროკურორის განცხადებით, იმის გამო, რომ საქმის გამოძიება საქართველოში შეუძლებელია, ის გამოსაძიებლად უკრაინის პროკურატურას გადაეცა. ბრალდების მხარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით ორჯერ მიმართეს, დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღიათ.

სუსლიაკის განმეორებით დაკავებას არ გამორიცხავს ადვოკატი. ის ამბობს, რომ არსებობს საშიშროება იულია სუსლიაკი საქართველოდან უკრაინაში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გაამგზავრონ. 

„მალულად, ფარულად გენერალური პროკურატურისგან იქნა შემოტანილი შუამდგომლობა იულია სუსლიაკის საქმეზე პატიმრობის გაუქმების თაობაზე. ჩაფიქრებული აქვთ, რომ იულია სუსლიაკი ხელახლა დააპატიმრონ, ჩასვან თვითმფრინავში და გაამგზავრონ. ვითხოვთ სახალხო დამცველის და პრესის ჩართვას. ორია დღეა, პროკურორები და გამომძიებლები მთხოვენ, შევუძინო ბილეთი იულია სუსლიაკს და გავამგზავრო კიევის რეისზე. არ შევიძენ. აქვს სრული თავისუფლება და არავის აქვს უფლება შეუზღუდოს გადაადგილების თავისუფლება. ის სპექტაკლი რაც აქვთ დაგეგმილი, არ გამოუვათ”, – განაცხადა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ.

სამართალდამცველებმა იულია სუსლიაკი, არასრულწლოვნებით ვაჭრობის და ტრეფიკინგის ბრალდებით აპრილში დააკავეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე