აშშ-ს სამხედრო ძალებმა ირანის დრონი ჩამოაგდო

საქართველო, თბილისი - 12:52 | 19.07.2019
ნანახია: 886

დასავლური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდმა  ირანის დრონი საერთაშორისო წყლებში ჩამოაგდო. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დრონი ხომალდს საფრთხეს უქმნიდა, რადგან ის ორმუზის სრუტეში ამერიკული ხომალდიდან 900 მეტრის დაშორებით იმყოფებდა.

თუმცა ირანი აცხადებს, რომ მას არც სპარსეთის ყურეში და არც ორმზუის სრუტეში არცერთი უპილოტო აპარატი არ დაუკარგავს და ყველა დრონი თავიანთ ბაზას დაუბრუნდა.

 „ტრამპის ცარიელი მტკიცებულებების მიუხედავად, ირანის კუთვნილი ყველა უპოლოტო საფრენი აპარატი, რომლებიც ახორციელებდნენ კონტროლს სპარსეთის ყურესა და ორმუზის სრუტეში, უვნებლად დაბრუდნენ თავიანთ ბაზებში“, - განაცხადა ირანის შეირაღებული ძალების წარმომადგენელმა აბოლფაზლ შეკარჩიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე