ლარი გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:10 | 17.07.2019
ნანახია: 998

17 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8687 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8608 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.79 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2178 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2107 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.71 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5050 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5580 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 ივლისიდან შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე