ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს სთხოვა ზაფხული შვილებთან ერთად გაატაროს

საქართველო, თბილისი - 15:28 | 16.07.2019
ნანახია: 1076

ჰოლივუდის მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს შვილებთან ერთად საზაფხულო არდადეგების გატარების ნებართვა მისცა. იუწყება The Sun-ი.

ჯოლი განქორწინების პროცესის განმავლობაში პიტს შვილების ნახვას უზღუდავდა, თუმცა ახლა თავისი პოზიციები შეარბილა.

 „ანჯელინა ზაფხულში ახალი ფილმის გადაღებებით იქნება დაკავებული, ამიტომ ბრედს სთხოვა, რომ ბავშვებისთვის მიეხედა. ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია მათთვის და მათი შვილებისთვის, რომლებიც განშორების შემდეგ მამას იშვიათად ნახულობდნენ“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.  

არსებული ინფორმაციით, ბრედი მეცხრე ცაზე დაფრინავდა, როდესაც ჯოლის წინადადება მიიღო.  

 „მან თავისი მშობლები დაპატიჟა ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში, რათა მათაც მისცემოდათ შვილიშვილებთან ერთად დროის გატარების შესაძლებლობა“, - აცხადებს წყარო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე