მუშა, რომელიც თბილისში, მშენებარე კორპუსიდან გადავარდა, ადგილზე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:02 | 16.07.2019
ნანახია: 849

თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, მშენებლობა დოლაბაურის ქუჩაზე მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე