გამოჩნდა, რომ გახარია, აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურაა - ნუკრი ქანთარია

საქართველო, თბილისი - 14:52 | 12.07.2019
ნანახია: 942

გახარია თავისი მსოფლმხედველობით გამოკვეთილი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფიგურაა - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია სოციალურ ქსელში.

დეპუტატის თქმი, გუშინდელმა ეთერმა [ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქცია"] ცხადჰყო, რომ გახარიამ ამომწურავად გასცა ყველა შეკითხვას პასუხი და "აშკარაა, რომ იგი არ უნდა გადადგეს".

"კვლავ გამოჩნდა, რომ შს მინისტრი აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურაა. გახარიამ პირდაპირ ეთერში კიდევ ამომწურავად ისაუბრა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე და ჟურნალისტის არცერთ მწვავე კითხვას არ გაქცევია. მისი პასუხები იყო გულწრფელი, კვალიფიციური, სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული და რაც მთავარია, პასუხისმგებლიანი მინისტრის, რომელიც ერთნაირად გრძნობს თანამდებობრივ პასუხისმგებლობას როგორც მოქალაქეების, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მხრივ.

საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის და ყველა პასუხისმგებელი პირი გამოიკვეთება, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს შს მინისტრი არ უნდა გადადგეს. ის არის პასუხისმგებლიანი, საქმიანი და გულწრფელი თავის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში. ყველა ხედავს, რომ გახარია არის მტკიცე და გაბედული ფიგურა და გამიზნულად მიმდინარეობს მასზე შტურმი გარკვეული პატარა ჯგუფებისგან.

ვიმეორებ, პრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე - აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას. და რაც მთავარია შს მინისტრმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მას კრიზისების მართვა შეუძლია, რომ თავისი მსოფლმხედველობით გამოკვეთილი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფიგურაა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე