თბილისის მერია ავტობუსების შემოყვანის დაგვიანებისთვის პასუხისმგებელ კომპანიას დააჯარიმებს
საქართველო, თბილისი - 15:00 | 10.07.2019 ნანახია: 200
თბილისის მერია კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“ შეძენილი ავტობუსების დაგვიანებით შემოყვანის გამო დააჯარიმებს. საუბარია თბილისის მერიის მიერ შეძენილ 90 ავტობუსზე, რომელთაგან 40 მათგანის შემოყვანა 2 თვით დაგვიანდა. კომპანიას ყოველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა დაეკისრება.
თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ დადგენილ ვადებში კომპანიამ ვერ უზრუნველყო ავტობუსების შემოყვანა, საბოლოო ჯამში, სატრანსპორტო ერთიანი სქემის გაშვება არ დაგვიანდება.
„ნებისმიერ გადაცილებულ თვეზე კომპანია ბუნებრივია ჯარიმდება, თუმცა აუცილებლად მოწოდებული იქნება ყველა ავტობუსი, რომელიც შეკვეთილია.
თქვენ იცით, რომ ავტობუსებთან დაკავშირებით დიდი გეგმები გაქვს, ეს არის პირველი პარტიის მეორე ნაკადი რომელსაც ვიღებთ. მომდევნო თვეებში გამოცხადდება ტენდერი, მათ შორის ელექტრო ავტობუსების შეძენაზე და ჩვენ ავტობუსები ჩანაცვლების მთლიან პროგრამას დავასრულებთ 2021 წელს.
როდესაც მთლიანი ინფრასტრუქტურა ავტობუსების ცალკე სავალი ზოლის მოწყობისა და სატრანსპორტო სქემის შეცვლასთან დაკავშირებით იქნება დასრულებული, გვექნება პრაქტიკულად მთლიანად განახლებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. თბილისს 2 წელიწადში ეყოლება 1000-მდე ავტობუსი. შეძენილი იქნება 18 და 24 მეტრიანი ავტობუსები, რომელიც ჯერ არ შეგვიკვეთავს.
შეიძლება იყოს დაყოვნება კომპანიის მხრიდან, როგორც მოწოდების, ისე დამზადების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება ავტობუსების შეკვეთა. გარწმუნებთ, რომ სამწუხაროდ გვიწევს დაჯარიმება მომწოდებელი კომპანიის, მაგრამ საბოლოო ჯამში, სატრანსპორტო ერთიანი სქემის გაშვება არ დაგვიანდება“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
თბილისი მერიამ კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ 45 მლ ხელშეკრულება 2018 აგვიტოში გააფორმა, რომლის თანახმადაც კომპანიას 90 ერთეული ავტობუსი ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 9 თვის განმავლობაში უნდა შემოეყვანა .
ავტობუსების პირველი ნაკადი დედაქალაქში 2019 წლის მაისში შემოვიდა და დარჩენილი 40 ავტობუსი , დედაქალაქში ივნისის ბოლოს უნდა ჩამოსულიყო.
პოლიტიკა
- საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
- ვოლსკი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს "სეპარატისტულ ვიზიტად" აფასებს
- მოვიდა ის სანუკვარი დრო, როცა საქართველოში იქნება ნამდვილი ქართველის, ქუთაისელის შესაბამისი დემოკრატია - გრიგოლ ვაშაძე
- იწყება ივანიშვილის ძირგამომპალი რეჟიმის შეცვლა - შალვა ნათელაშვილი
ეკონომიკა
- ლარი გამყარდა
- საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს
- ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის იმისთვის, რომ ჰესი აშენდეს - თურნავა
- მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ - ნათია თურნავა
კონფლიქტები
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მაცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლება მისცა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
- ზაქრო ბუთხუზი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავსტრიაში, საერთაშორისო სემინარზე არ დაუშვეს
მედიცინა
- მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია "ბერლინ-ხემის" წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
- ოქტომბრის ბოლოს გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრიან
- საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს - მარიამ ჯაში
- იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ