სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 14:02 | 10.07.2019
ნანახია: 774

სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა
გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

ცეცხლი ვენახში გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ვაზი.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე