ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად - გიგი უგულავას გამოკითხვა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 10.07.2019
ნანახია: 913

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას გამოკითხვა დასრულდა. უგულავამ გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.

მისი თქმით, ამბოხების ნაწილში კითხვები არ ყოფილა, მას შეკითხვები დაუსვეს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე საერთოდ გაუგებრობაშია. ფაქტია, პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და პროკურატურისა და შსს-ის ხელმძღვანელებისგან იძიებენ მისტიკურ სახელმწიფო გადატრიალებას. ჩემი პირველი კითხვა გამოძიების მიმართ იყო, სახელმწიფო გადატრიალების საქმე საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობს ორგანიზების, 225-ე მუხლზე იყო, როცა დავაზუსტე, ეს სხვა საქმეა, ის სხვა საქმეა, არა ერთი საქმეა, თუმცა მუხლი არ იყო მითითებული. ხელოვნურად არის დაჩეხილი ეს საქმე იმისთვის, რომ და რაღაც გამოყონ, სადღაც მოეჭდიონ, რომ რაღაც გამოუვიდეთ, ხელებს აცეცებენ სიბნელეში. თვითონ არ იციან, რას აკეთებენ. ორკესტრირებულად აქვთ სურვილი, რომ ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად. მომიწია ისტორიული ექსკურსი ჩამეტარებინა გამოძიებისთვის. ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია, რომ პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან“, - განაცხადა უგულავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე