მერლინ მონროს ქანდაკების მოპარვისთვის მამაკაცს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება

საქართველო, თბილისი - 13:00 | 10.07.2019
ნანახია: 1228

25 წლის ოსტინ კლეის სამ წლამდე პატიმრობა ემეუქრება ჰოლივუდში მერლინ მონროს ქანდაკების მოპარვისთვის.

მერლინ მონროს ქანდაკება მიე უესტის, ანა მეი ვონგის, დოლორეს დელ რიოს და დოროთი დანდრიჯის ქანდაკებების გვერდით იდგა.

კლეი ქანდაკების მოსაპარად გვიან ღამით, ღობეზე გადაძვრა. სათვალთვალო კამერებმა მამაკაცი ზურგჩანთით დააფიქისრეს.

ლოს ანჯელესის პოლიციის განცხადებით, კლეიმ მანამდე დიდების ხეივნიდან დონალდ ტრამპის ვარსკვლავიც მოიპარა.

მაშინ სასამართლომ სასჯელის სახით სამწლიანი პირობითი პატიმრობა და 20-დღიანი საზოგადოებრივი სამუშაო განუსაზღვრა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე