რუსეთის დუმამ მიიღო განცხადება საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შესახებ

საქართველო, თბილისი - 14:18 | 09.07.2019
ნანახია: 1053

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელიც რუსეთის მთავრობას რეკომენდაციას აძლევს განიხილოს საქართველოს მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიზანშეწონილობა და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები რუსეთის პრეზიდენტს.

რუსეთის ფედერალური კანონების თანახმად, სპეციალური ეკონომიკური ზომები ატარებენ დროებით ხასიათს და გამოიყენება სხვა ღონისძიებებისგან დამოუკიდებლად.

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა გუშინ  მხარი დაუჭირა რუსეთში საქართველოდან ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვას, ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის ფულადი გზავნილების შეჩერებას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე