რუსეთის დუმის კომიტეტმა ქართული ღვინისა და წყლის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 16:54 | 08.07.2019
ნანახია: 874

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა რუსეთში საქართველოდან ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა.  ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა.

„საჭიროა მივიღოთ დამატებითი მკაცრი ზომები. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს წინადადებას, რომელიც სახელმწიფო დუმაში ფრაქცია „ედინაია როსიამ“ დააყენა საქართველოდან პროდუქციის შემოტანაზე შეზღუდვების შესახებ, კერძოდ ღვინოზე, მინერალურ წყალზე, ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის ფულადი გზავნილების გაყინვის შესახებ,“- განაცხადა სლუცკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე