დაკარგული 2,7-მეტრიანი პითონი პატრონს დაუბრუნდა

საქართველო, თბილისი - 12:49 | 05.07.2019
ნანახია: 1129

დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯში, 2,7-მეტრიანი ბადისებრი პითონი, სახელად ტურინი, რომელიც გასულ კვირას დაიკარგა, პატრონს დაუბრუნდა. წერს Sky news-ი.

კემბრიჯის პოლიცია დაკარგვის დღიდან ეძებდა პითონს, რომელიც თავისი სურვილით დაუბრუნდა პატრონს. მისი განცხადებით, პითონი უკვე სახლში და თავს კარგად გრძნობს.

ბადისებრი პითონი ყველაზე დიდია პითონებს შორის. ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იკვებება უმთავრესად ანტილოპებით, ახალგაზრდა ირმებითა და გოჭებით. იგი 10 მეტრამდე იზრდება.

ცნობილია ადამიანებზე პითონების თავდასხმის ცალკეული შემთხვევები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე