სოფელ გერგეტთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 17:29 | 03.07.2019
ნანახია: 292

 

ყაზბეგის რაიონში, სოფელ გერგეტთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სამძებრო სამუშაო პირველ ივლისს, 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ხევში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ისრაელის მედიის ცნობით, დაღუპული ყოფილი სამხედროა, რომელიც საქართველოში გიდად მუშაობდა. მის ცხედარს ისრაელში ხვალ გადაასვენებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე