შსს, პარლამენტის შენობასთან 20-21 ივნისს ღონისძიებაში მონაწილე საპოლიციო ძალების შესახებ, განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 13:51 | 03.07.2019 ნანახია: 1136 
                  პარლამენტის შენობასთან 20-21 ივნისს ღონისძიებაში მონაწილე საპოლიციო ძალების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ოფიციალური ინფორმაცია, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილე საპოლიციო ძალების შესახებ.
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.
სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სამინისტროები ანდა მათი ქვედანაყოფები.
ამის ერთ-ერთი დადასტურებაა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს ღონისძიებაში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტროს ე.წ. სპეცრაზმი. გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სპეციალური დანიშნულების ძალების სამმართველო 2019 წლის 14 თებერვლიდან გაუქმებულია. შესაბამისად, ამ ქვედანაყოფის საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, – აცხადებენ შსს-ში.
პოლიტიკა
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
საზოგადოება
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
- საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით გააჩუმოს - Amnesty International
- Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
- ლანა ღოღობერიძეს 97 წელი შეუსრულდა
მსოფლიო
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
- რუსეთი თუ ბრიუსელზე სარაკეტო იერიშს მიიტანს, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს - ბელგიის თავდაცვის მინისტრი
- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ერა დაიწყო - ილჰამ ალიევი
- მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 30 უცხოელი გააძევა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















