AtlasGlobal-ი საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება

საქართველო, თბილისი - 12:26 | 03.07.2019
ნანახია: 934

თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ი 1 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება. ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე რეგულარულ ავიარეისების შესრულებას 16 ივლისიდან შეუდგება და კვირაში 7 სიხშირით იფრენს. ფრენები სტამბოლის ახალი აეროპორტიდან განხორციელდება, რადგანაც AtlasGlobal-ი აეროპორტ "სტამბოლშია" ბაზირებული.

ავიაკომპანია AtlasGlobal-მა საქართველოს ავიაბაზარი 2018 წლის 26 აპრილიდან დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე