ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვება უიმბლდონზე

საქართველო, თბილისი - 19:09 | 02.07.2019
ნანახია: 1296

ქართველმა ჩოგბურთელმა "უიმბლდონზე" სასწაული მოახდინა. ბასილაშვილმა ჯეიმს უორდთან, პრაქტიკულად წაგებული მატჩი მოგებისკენ 2:6, 4:6, 0:2 მარცხიდან შემოატრიალა და საბოლოოდ, 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6 გაიმარჯვა..

დაძაბული ხუთსეტიანი მარათონი სამი საათი და 31 წუთი გაგრძელდა.

ქართველი ჩოგბურთელი კატასტროფის წინაშე დადგა, როცა მესამე სეტის სტარტზე ბრეიკით ჩამორჩა. ბასილაშვილმა მოახერხა მატჩში პირველად უორდის გეიმის მოგება და ანგარიშის გათანაბრება. 

ამის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ძალიან დამაჯერებლად ათამაშდა და მეტოქეს  შანსს არ აძლევდა. მესამე სეტის ბედი მეცხრე გეიმში გადაწყდა. 

ბასილაშვილმა უორდის გეიმზე დამაჯერებელი ანგარიშით 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6 მოიგო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე