პარლამენტის წინ მყოფი ერთ-ერთი მოშიმშილე კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 17:07 | 01.07.2019
ნანახია: 793

პარლამენტის წინ მყოფი ერთ-ერთი მოშიმშილე, გოგა ლემონჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. გაირკვა, რომ გოგა ლემონჯავას შაქარი დაუვარდა. ის „ამტელ ჰოსპიტალში“ მოათავსეს.

ამ დროისთვის მოშიმშილეთა კარავში 3 ადამიანი რჩება, ისინი უკვე მერვე დღეა გახარიას გადადგომის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე