ტაქსის მძღოლები გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას შეუერთდნენ

საქართველო, თბილისი - 16:47 | 01.07.2019
ნანახია: 652

ტაქსის მძღოლები მათ უცვლელ მოთხოვნასთან ერთად, რომელიც ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხებოდა,  უკვე  შს მინისტრის გადადგომასაც მოითხოვენ. პროტესტი გამოსახატავად ისინი დღეს დედაქალაქის მერიასთან შეიკრიბნენ.

ტაქსის მძღოლთა ნაწილი ხვალიდან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებსაც შეურთდებიან. ისინი ხვალ საპროტესტო აქციას „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებთან ერთად რესპუბლიკის მოედნიდან საავტომობილო მსვლელობით შეუერთდებიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე