აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 28.06.2019
ნანახია: 1173

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაკეტილია. ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვლას საქართველოს მოქალაქეები ვერ ახერხებენ.

ოკუპირებული ტერიტორიიდან დღეს დილას მხოლოდ ის ორი ადამიანი გამოატარეს, რომლებსაც სპეციალური საშვი აქვთ.  მამაკაცი ამბობს, რომ ის ჰესის სამშენებლო სამუშაოებზეა დასაქმებული და მხოლოდ ამიტომ დაატოვებინეს ოკუპანტებმა ტერიტორია.

ოკუპირებულ რეგიონში, ხიდთან, რიგში ისევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც  სამკურნალოდ აპირებდნენ გადმოსვლას. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი დღეს დილით ცალმხრივად ჩაკეტა. მიზეზად 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციები სახელდება. ოკუპირებული სოხუმის დეფაქტო მთავრობის შეფასებით, აქციები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

ამ დროისთვის უცნობია, როდის აპირებს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გახსნას. წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა 10 დღე იქნება ძალაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე