ჩვენი მაკროეკონომიკა მყარია და არ იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ლარს გრძელვადიანი საფრთხე ემუქრება - თურნავა

საქართველო, თბილისი - 11:58 | 27.06.2019
ნანახია: 237

საქართველოს მაკროეკონომიკა ჯანსაღი და მყარია და არ იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ლარს გრძელვადიანი საფრთხე ემუქრება, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ.

"ჩვენი მარკოეკონომიკა ჯანსაღია, მყარია. არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ ლარს გრძელვადიანი საფრთხე ემუქრება. თუმცა, ისიც მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა, სიმშვიდე, ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც პოზიტიურად მოქმედებს მთლიანად ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, მათ შორის ლარის კურსზეც. ჩვენ ვვითარდებით იმდაგვარად, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ უნდა დაემუქროს," - ამბობს თურნავა.

მისივე თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და აქედან გამომდინარე,"არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთნ გვაქვს საქმე, კვლავაც ვფიქრობთ, რომ მოკლევადიან რყევაზეა საუბარი", - თქვა თურნავამ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 26 ივნისის ვაჭრობის შედეგად, დოლარის ღირებულება 2.8470 ლარი იქნება, ევროსი კი 3.2356 ლარი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე