მეტროსადგურ „ნაძალადევში“ ვაგონში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეჩერდა

საქართველო, თბილისი - 14:56 | 26.06.2019
ნანახია: 728

მორიგი შეფერხება მეტროსადგურში - მეტროსადგურ „ნაძალადევში“ ვაგონში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეჩერდა.

შემთხვევის შედეგად ერთმა ახალგაზრდამ გონება დაკარგა. 

მატარებლიდან მგზავრები გამოიყვანეს, მოძრაობა კი ამ დრომდე არ აღდგენილა.  ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაკვამლიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე