"გახარია უნდა გადადგეს", ემოციურად ვთქვი - ლადო კახაძე

საქართველო, თბილისი - 23:31 | 25.06.2019
ნანახია: 1877

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ლადო კახაძე „ტაბულასთან" საუბრისას განმარტავს, რომ როცა თქვა "ერთი მხრიდან, როგორც მამა, როგორც ბაბუა, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ გახარია უნდა გადადგეს", სხვა რამეს გულისხმობდა.

"მე როდესაც ვაძლევ კომენტარს სხვანაირად იწერება რაღაც-რაღაცები. მე იქ სუფთა ემოციურად ვთქვი, რომ ერთი მხრივ, რომ შეხედო-მეთქი, როგორც მშობელმა [გახარია უნდა გადადგეს], მაგრამ მთავარი იქ იყო სახელმწიფო გადატრიალების გადაცდენა, კონსტიტუციური წყობის ჩამოშლის საშიშროება, რომელიც ერთხელ მოხდა გამსახურდიას დროს, მეორედ შევარდნაძის დროს და ეს იქნა თავიდან აცილებული. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი",- უთხრა ტაბულას კახაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე