შეჩერდეს უკრაინის წევრობა ევროსაბჭოში, რომელიც თვითგანადგურების გზას დაადგა - რადას ვიცე-სპიკერი

საქართველო, თბილისი - 14:22 | 25.06.2019
ნანახია: 765

ევროსაბჭოში უკრაინის დელეგაცია აპირებს მიმართოს  ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ამ ორგანიზაციაში წევრობის შეჩერების შესახებ რუსეთის წარმომადგენლების დაბრუნების გამო. ამის შესახებ უმაღლესი რადას პირველმა ვიცე-სპიკერმა ირინა გარაშენკომ განაცხადა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება აღუდგინა.

 „კიევში დაბრუნების შემდეგ მოვითხოვთ, უკრაინის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელმაც რეაგირება არ მოახდინა ჩვენს წინადადებაზე შევხვედროდით და ივნისის სესიამდე საერთო პოზიციები შეგვეთანხმებინა. შესაძლოა, მას და მის გუნდს არ ესმის, რომ საუბარია სერიოზულ გამოწვევებზე, რომელიც მხოლოდ ევროსაბჭოს არ ეხება“, - განაცხადა გარაშენკომ.

მისი აზრით, კიევმა უნდა მიიღოს ევროსაბჭოში წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება.

 „ჩვენი წინადადებაა, შეჩერდეს უკრაინის წევრობა ამ ორგანიზაციაში, რომელიც დღეს თვითგანადგურების გზას დაადგა“, - აღნიშნა გარაშენკომ.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე