უკრაინელების გულები საქართველოსთვის ძგერს - პოროშენკოს ქართველების მხარდამჭერი მიმართვა უკრაინელებს

საქართველო, თბილისი - 19:36 | 24.06.2019
ნანახია: 854

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს მხარდასაჭერად მიკრობლოკ „ტვიტერში" ვიდეომიმართვას ავრცელებს და უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ, უკრაინელებმა არ უნდა დავტოვოთ გასაჭირში ჩვენი ქართველი ძმები. მინდა, მოვუწოდო, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც გეგმავენ საზღვარგარეთ ან ოკუპირებულ ყირიმში დასვენებას, გადაერთონ საქართველოზე. ვინც ჯერ კიდევ გეგმავთ თქვენს შვებულებას, ჩემი თხოვნა იქნება, გაემგზავრეთ შესანიშნავ, მზიან ქართულ კურორტებზე, სადაც ქართველები თავიანთ სტუმართმოყვარეობას გაჩვენებენ", -- აღნიშნავს პოროშენკო და მოუწოდებს უკრაინის მთავრობას, საქართველო-უკრაინის ავიარეისებს საჰაერო ნავიგაციის მომსახურების მოსაკრებელი შეამციროს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე