ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-16 ჩოგანია

საქართველო, თბილისი - 11:36 | 24.06.2019
ნანახია: 1117

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. პირველ ათეულში ცვლილება არ მომხდარა, სამაგიეროდ, ერთი დაწინაურდა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქართველი ჩოგბურთელის დამსახურება არ არის. გასულ კვირას, ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე ითამაშა და პირველ წრეში წააგო იტალიელ მატეო ბერეტინისთან.

ქართველი ჩოგბურთელის წინსვლა განაპირობა იმან, რომ მარინ ჩილიჩმა სამი საფეხური დაკარგა და მე-18 პოზიციამდე ჩამოქვეითდა. შესაბამისად, ბასილაშვილი მე-17 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადავიდა.

TOP10 ასე გამოიყურება:

1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 12 415

2(2). ნადალი (ესპანეთი) – 7 945

3(3). ფედერერი (შვეიცარია) – 6 620

4(4). ტიმი (ავსტრია) – 4 595

5(5). ა. ზვერევი (გერმანია) – 4 405

6(6). ციციპასი (საბერძნეთი) – 4 215

7(7). ნიშიკორი (იაპონია) – 4 040

8(8). ანდერსონი (ს. აფრიკა) – 3 610

9(9). ხაჩანოვი (რუსეთი) – 2 980

10(10). ფონინი (იტალია) – 2 785

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე